დონალდ ტრამპი ირანის საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე - ცხადია, ეს ახლა ბევრად უფრო ადვილია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები ეფექტური იყო და შესაძლოა დიპლომატიისკენ მიმავალი გზა შექმნას.

„ცხადია, ახლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ერთი დღის წინ იყო, რადგან მათ საშინლად ურტყამენ“, - განაცხადა ტრამპმა CBS News-თან სატელეფონო ინტერვიუში, კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის პერსპექტივის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, შაბათის დარტყმები „დიდი დღეა ამ ქვეყნისთვის, მსოფლიოსთვის“.

ამასთან, ტრამპმა არ უპასუხა შეკითხვას, აღიქვამს თუ არა ის აშშ-ის საბრძოლო ოპერაციებს ირანთან ომად. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის შეერთებული შტატებისთვის საფრთხეების აღმოფხვრაზეა ორიენტირებული.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს