დუბაისა და დოჰაში აფეთქებების ხმა ისმოდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში დღეს დილით აფეთქებების ხმა ისმოდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ადგილობრივი დროით 8:15 საათზე, სამი აფეთქების ხმა გაისმა.

ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა კატარის დედაქალაქ დოჰაშიც.

ასევე, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ცნობები, რომ ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა. The Times of Israel-ის ცნობით, დაზიანდა აეროპორტის ინფრასტრუქტურა, დაშავდა აეროპორტის ოთხი თანამშრომელი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა