მედია - ირანელების ნაწილი აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას გლოვობს, ნაწილი კი - ზეიმობს

ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას ირანელთა ნაწილი გლოვობს და ნაწილი - ზეიმობს.

BBC Persian-ის ცნობით, გადაამოწმა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ხალხი წუხელ რამდენიმე ქალაქში ზეიმობდა.

ცენტრალურ ირანში, ისპაჰანის ქუჩებში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ მხიარულობენ ადამიანები.

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ იკრიბებიან ადამიანები კოცონის გარშემო. ქუჩებსა და სახლებში ზეიმობს დაღუპული მომიტინგეების რამდენიმე ოჯახიც.

Reuters-ის ცნობით, ზეიმი იყო თეირანთან ახლომდებარე ქალაქ კარაჯშიც.

ამასთან, BBC Persian-ის ინფორმაციით, დღეს დილით ქუჩებში მიმდინარე მოვლენები, როგორც ჩანს, უზენაესი ლიდერის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი პრო-სამთავრობო ღონისძიებებია.

თეირანში, საინფორმაციო სააგენტოების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გლოვობენ ქუჩებში ადამიანები, ზოგიერთ მათგანს კი ხელში ხამენეის ფოტოები უჭირავს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში