დონალდ ტრამპი - ირანმა განაცხადა, რომ დღეს ძლიერ დარტყმას განახორციელებენ, უმჯობესია არ გააკეთონ, რადგან თუ ასე მოიქცევიან, ისეთი ძალით დავარტყამთ, როგორიც არასდროს უნახავთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანი დარტყმებს განაგრძობს, შეერთებული შტატები მას ძალიან ძლიერად უპასუხებს.

„ირანმა განაცხადა, რომ ისინი დღეს ძალიან ძლიერ დარტყმას განახორციელებენ, ისე ძლიერს, როგორც არასდროს. თუმცა, უმჯობესია ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ასე მოიქცევიან, ჩვენ მათ ისეთი ძალით დავარტყამთ, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ისრაელისა და ამერიკული ბაზების წინააღმდეგ „დამანგრეველ შეტევით ოპერაციას“ იწყებენ.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი შეტევითი ოპერაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამერიკული ტერორისტული ბაზების მიმართულებით სულ რამდენიმე წამში დაიწყება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში