ირანული მედია თავდაცვის მინისტრის, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის,  რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის და თავდაცვის საბჭოს მდივნის დაღუპვას ადასტურებს

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი დაიღუპნენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი აბდოლრაჰიმ მუსავი, რომელიც შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გასული წლის ივნისში 12-დღიანი კონფლიქტის დროს მისი წინამორბედის დაღუპვის შემდეგ ხელმძღვანელობდა, შაბათის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

სააგენტოს ცნობით, ლიკვიდირებულია ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადეც.

მანამდე ირანმა კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფიგურის: ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის გარდაცვალება დაადასტურა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში