მედია - პაკისტანში, კარაჩიში ასობით მომიტინგე აშშ-ის საკონსულოში შეიჭრა, შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში ასობით მომიტინგე აშშ-ის საკონსულოს შენობაში შეიჭრა.

მედიის ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკებების შედეგად, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, ედჰის ფონდის სამაშველო სამსახურის პრესსპიკერმა მუჰამედ ამინმა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ დაღუპულია 8 ადამიანი, 20 კი - დაშავდა.

კარაჩის პოლიციის ცნობით, მომიტინგეები დაშალეს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

საკონსულოს შენობაში შეჭრა მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე იერიშები მიიტანეს და ქვეყნის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია განახორციელეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში