კაია კალასი - აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი ირანის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია - ახლა გზა ღიაა განსხვავებული ირანისკენ

აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი ირანის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია. გაურკვეველია, რა მოხდება შემდეგ. თუმცა, ახლა გზა ღიაა განსხვავებული ირანისკენ, ისეთისკენ, რომლის ჩამოყალიბების თავისუფლებაც მის ხალხს შეიძლება მეტი ჰქონდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კონტაქტში იმყოფება პარტნიორებთან, რათა დეესკალაციისთვის საჭირო ნაბიჯები გამოძებნონ.

„კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან, მათ შორის რეგიონში მყოფ პარტნიორებთან, რომლებიც ირანის სამხედრო მოქმედებების ყველაზე დიდ ტვირთს განიცდიან, რათა ვიპოვო პრაქტიკული ნაბიჯები დეესკალაციისთვის“, - წერს კალასი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში