ბელგია აცხადებს, რომ საფრანგეთის მხარდაჭერით რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა

ბელგიამ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი ნავთობტანკერი დააკავა. ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩვენი შეიარაღებული ძალები, საფრანგეთის თავდაცვის მხარდაჭერით, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილ ნავთობტანკერზე ავიდნენ“, - განაცხადა ფრანკენმა კვირას დილით X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ამავე ცნობებით, გემი ამჟამად ზებრიუგეს პორტში გადაჰყავთ, სადაც მას ჩამოართმევენ.

ამასთან, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გარეშე პუტინს არ შეუძლია ომის წარმოება უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ.

„ამიტომ, ჩვენ ამ გემებს ერთმანეთის მიყოლებით ვაშორებთ. სანამ მისი აგრესიის ომი არ შეწყდება“, - აღნიშნა ფრანკენმა და დასძინა, რომ ბელგია სერიოზულად ეკიდება თავის პასუხისმგებლობას.

ბელგიელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჩამორთმეულ გემი „ეთერა“ ევროკავშირის სანქციების სიაშია.

ფაქტს X-ზე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მას ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისთვის „დიდი დარტყმა“ უწოდა.

„ჩრდილოეთის ზღვაში, საფრანგეთის საზღვაო ძალების ვერტმფრენები გუშინ ღამით ბელგიის ძალებს დაეხმარნენ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ ნავთობტანკერზე ასვლაში.

ევროპელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, სანქციების აღსრულებით შეწყვიტონ რუსეთის აგრესიის დაფინანსების წყაროები უკრაინის წინააღმდეგ“, - დაწერა მაკრონმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს