ჯონ ჰილი - გაერთიანებული სამეფო აქტიურ მოქმედებებს ახორციელებს: ვაგდებთ დრონებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ბაზებს, ჩვენს ხალხს ან ჩვენს მოკავშირეებს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის ჯონ ჰილის განცხადებით, ირანის უზენაესი ლიდერის გარდაცვალებას ცოტა ადამიანი იგლოვებს.

„ირანი და რეჟიმი, რომელსაც ის ამდენი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ბოროტების წყაროა - ხოცავს საკუთარ მოქალაქეებს და აფინანსებს და ექსპორტს უწევს ტერორს, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბრიტანეთი“, - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა Sky News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ახლა შემაფოთებელია ის, რომ ეს რეჟიმი ისვრის.

„ის სულ უფრო განურჩეველი და ფართოდ გავრცელებული ფორმით ისვრის. ხალხი ნამდვილად შეშფოთებული იქნება, რომ ეს არა მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს, არამედ სამოქალაქო აეროპორტებს, ქუვეითის სასტუმროებს, დუბაის და ბაჰრეინსაც ურტყამს“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო „აქტიურ მოქმედებებს“ ახორციელებს.

„გავაძლიერეთ ჩვენი თავდაცვითი ძალები ახლო აღმოსავლეთში. ვახორციელებთ ამგვარ ფრენებს. ვაგდებთ დრონებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ბაზებს, ჩვენს ხალხს ან ჩვენს მოკავშირეებს. სიტუაცია ნამდვილად სერიოზულია“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ბრიტანეთმა სამხედრო თვითმფრინავები განათავსა კვიპროსსა და კატარში, ასევე დამატებითი რადარები და დრონების საწინააღმდეგო იარაღი, რომლებსაც ხმელეთიდან მართავენ.

ჯონ ჰილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალები არ მონაწილეობენ ირანის წინააღმდეგ შეტევით დარტყმებში, მაგრამ თანამშრომლობენ სხვა მოკავშირეებთან დიდი ბრიტანეთისა და მოკავშირეების ინტერესების დასაცავად სპარსეთის ყურესა და კვიპროსის გარშემო, სადაც დიდ ბრიტანეთს დიდი საჰაერო ბაზა აქვს.

მისი თქმით, ბაჰრეინში აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზაზე განლაგებული ბრიტანელი ჯარისკაცები ირანის რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული თავდასხმიდან 200 მეტრის რადიუსში იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, გუშინ კვიპროსის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს, სადაც დიდ ბრიტანეთს დიდი საჰაერო ბაზა აქვს, თუმცა, არ ვარაუდობენ, რომ კვიპროსი სამიზნე იყო.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს