ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ში ვიზიტზე - მთავარი ამოცანაა, ურთიერთობები გადაიტვირთოს - ჩვენ ცდას არ დავაკლებთ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით მიემგზავრება.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, დელეგაციას შეხვედრები ექნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„მივემგზავრებით ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვედრები გვექნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იმ კონფერენციას დავესწრებით, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით იმართება. შესაძლებლობა გვექნება, ანალიტიკურ ცენტრებში დისკუსიები გავმართოთ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების შესახებ. მთავარი ამოცანაა, ურთიერთობები გადაიტვირთოს და არა მხოლოდ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ უფრო მეტი შინაარსით დაიტვირთოს, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, შევეცდებით, დისკუსიები ამ თემის ირგვლივ გავმართოთ. საინტერესოა, რა პოზიცია ექნება ამერიკულ მხარეს. ის ფაქტი, რომ ვიზიტი შედგება, თავისთავად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რაღაც სახის ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა სამხარაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში