თაზო დათუნაშვილი - დიდება თავისუფალ ირანელ ხალხს, დიდება ისრაელსა და ამერიკას - დიდება საქართველოს

დიდება თავისუფალ ირანელ ხალხს, დიდება ისრაელსა და ამერიკას. დიდება საქართველოს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ის ასევე ეხმაურება იმასაც, რომ 11 თებერვალს თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. როგორც დათუნაშვილი წერს, ეს არის ბოროტების გვერდში დგომა, უვიცობა.

„დიდება თავისუფალ ირანელ ხალხს!!! დიდება ისრაელსა და ამერიკას. დიდება საქართველოს.

ეს არის პატრიოტული, ქართული და სწორი პოზიცია !!!

აი ეს, რაც ამ სურათზე ჩანს, ეს არის ბოროტების გვერდში დგომა, უვიცობა და სიშლეგე ერთი ხეპრე მოხუცის, რომელიც მშობლიურ სოფელში ამოიკეტა, რადგან სამყაროს ვერაფერი გაეგო. მის სიშლეგეში ვცხოვრობთ ჩვენ. ასეთი ბრძენია… ირანის პირსისხლიანი რეჟიმის და მისი ლიდერის ამობუგვამდე 2 კვირით ადრე, ისევ არასწორ მხარეს დააყენა საქართველო!!! არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავის საცოდავი პრემიერი ამათთან სატირალში გაუშვა მომკივან დედაბერად - ამერიკის და ისრაელის სიკვდილის მომკივან დარბაზებში!!! არც იმას, სახელმწიფო თანამდებობის პირებს შაჰ-აბასის მიერ კახეთის აოხრების 400 წლისთავი რომ აზეიმა!!!

ეხლა იკნავლეთ მშვიდობის კუნძულებზე, ოღონდ ეს ანძა მშვიდობის ფერებში გაანათეთ, ვინმეს რამე არ ეგონოს ციდან“, - წერს დათუნაშვილი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში