ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-სა და ისრაელის ქმედებები საერთაშორისო სამართალს და ურთიერთობების ძირითად ნორმებს არღვევს - ვგმობთ სუვერენული ლიდერის აშკარა მკვლელობას და რეჟიმის შეცვლის წაქეზებას

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებით, აშშ-ისრაელის თავდასხმა ირანზე მიუღებელია და სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყდეს.

მისი თქმით, ჩინეთი გმობს „სუვერენული ლიდერის აშკარა მკვლელობას და რეჟიმის შეცვლის წაქეზებას“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, პეკინი ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ „ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება შესაძლოა სახიფათო უფსკრულში აღმოჩნდეს“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის და ისრაელის ქმედებები „არღვევს საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს“. მისი თქმით, ჩინეთის პოზიციაა სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოწოდება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში