მედია - ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა განხორციელდა

ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერს დაარტყეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ომანის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო ცენტრის ცნობით, პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს, Skylight-ს, ქვეყნის ჩრდილოეთით, ხასაბის პორტიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით დაესხნენ თავს.

თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ოთხი წევრი დაშავდა, 20 მგზავრის, მათ შორის ინდოეთის 15 და ირანის 5 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. საზღვაო უსაფრთხოების ცენტრმა არ დააკონკრეტა, რით დაესხნენ თავს ტანკერს.

ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, Skylight-ის რეგისტრირებული მფლობელია Sea Force Inc-ი და მას Red Sea Ship Management-ი მართავს. 2025 წლის დეკემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ Red Sea Ship Management-სა და Skylight-ს სანქციები დაუწესა, რადგან მმართველი კომპანია და მისი მფლობელი სპარსეთის ყურეში ირანული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მართვაში დაადანაშაულა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება