არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანის მიერ რაკეტებით და დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

„ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ამ დროისთვის 167 რაკეტა და 541 ირანული დრონი მოიგერია. ირანის თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - პაკისტანის, ნეპალისა და ბანგლადეშის მოქალაქეები“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანის მიერ ქვეყანაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა.

სამინისტროს პრესსპიკერის აბდულა ალ-სანადის თქმით, ყველა დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, შაბათიდან მოყოლებული, ირანი დრონებითა და რაკეტებით ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებს ესხმის თავს, სადაც აშშ-ის ძალებია განლაგებული.

„მივმართავს რეგიონის ქვეყნებს: ჩვენ არ ვცდილობთ თქვენზე თავდასხმას, მაგრამ როდესაც თქვენს ქვეყანაში განლაგებულ ბაზებს ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ და როდესაც შეერთებული შტატები რეგიონში ოპერაციებს ამ ძალებზე დაყრდნობით ახორციელებს, მაშინ ჩვენ ამ ბაზებს მიზანში ამოვიღებთ“, - განაცხადა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ და დასძინა: „ეს ბაზები არ არის ამ ქვეყნების მიწის ნაწილი, ისინი ამერიკის მიწაა“.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში