თბილისში ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ირანის და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. ისინი ირანში, აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშების შედეგებს ზეიმობენ.

“ბედნიერები ვართ, მადლობა ტრამპს, მადლობა ბენიამინ ნეთანიაჰუს”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები, რომელთაც უჭირავთ ირანისა და აშშ-ის დროშები.

ასევე, აქციის მონაწილეებს სიმღერებიც აქვთ ჩართული, სამართალდამცველებმა კი მისი გამორთვისკენაც მოუწოდეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დარტყმები განხორციელდა. დადასტურებულია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა რეჟიმის რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანთან ერთად. იმავე დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, კატარსა და ქუვეითშიც. პირველ მარტს, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელიც ხამენეის დაღუპვას ოფიციალურად ადასტურებდა და ამაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებდა. ასევე, ირანული მედია თავდაცვის მინისტრის, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის და თავდაცვის საბჭოს მდივნის დაღუპვას ადასტურებს.

კვირას, 1-ელ მარტს ისრაელმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყო.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში