„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ცნობით, ამერიკულ ავიამზიდს, „აბრაამ ლინკოლნს“ ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდს, „აბრაამ ლინკოლნს“ (USS Abraham Lincoln) ოთხი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს, - ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აბრაამ ლინკოლნი“ აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე Nimitz-ის კლასის ავიამზიდია. მის ბორტზე განთავსებულია სტელსის სისტემის F-35 ტიპის რეაქტიული თვითმფრინავები, რომლებსაც მტრის რადარისგან თავის დაღწევა შეუძლიათ.

დამრტყმელ ჯგუფს ასევე ჰყავს სამი გამანადგურებელი, რომლებიც დატვირთულია Tomahawk-ის სახმელეთო ფრთოსანი რაკეტებით და ჩვეულებრივ თან ახლავს ბირთვული წყალქვეშა ნავი, რომელიც იგივე იარაღს ისვრის.

BBC Verify-ის მიერ გადამოწმებული თანამგზავრული ფოტოების თანახმად, ის 15 თებერვალს ომანის სანაპიროსთან შენიშნეს.

აშშ-ს ირანის განცხადებისთვის, ჯერჯერობით, არ უპასუხია.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში