აშშ აცხადებს, რომ ირანული გემი ჩაძირა

აშშ-ის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ირანული გემი ჩაძირეს.

კერძოდ, აშშ-ს სამხედრო ძალებმა განახლებული ინფორმაცია გაავრცელეს ირანულ სამიზნეებზე თავდასხმების შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ გემი ომანის ყურეში იძირება.

„გემი ამჟამად ომანის ყურის ფსკერზე, ჩაჰ ბაჰარის ნავმისადგომთან იძირება“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ამასთან, აშშ მოუწოდებს კიდევ ერთხელ ირანის შეიარაღებულ ძალებს, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ და პოლიციას იარაღი დაყარონ.

„როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ირანის შეიარაღებული ძალების, IRGC-ის და პოლიციის წევრებმა „იარაღი უნდა დაყარონ“, გემი მიატოვეთ“, - აცხადებს აშშ-ს სამხედრო ძალები.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში