აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - ირანის მიერ გაშვებული რაკეტები „აბრაამ ლინკოლნთან“ ახლოსაც კი არ მისულა

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” აცხადებს, რომ აშშ-ის ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნს“ ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა. ეს ტყუილია, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„„ლინკოლნზე“ დარტყმა არ განხორციელებულა. გაშვებული რაკეტები ახლოსაც კი არ მისულა. „ლინკოლნი“ აგრძელებს თვითმფრინავების გაშვებას ცენტრალური სარდლობის დაუნდობელი კამპანიის მხარდასაჭერად, რომლის მიზანი ირანის რეჟიმის მხრიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრით ამერიკელი ხალხის დაცვაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდს, „აბრაამ ლინკოლნს“ (USS Abraham Lincoln) ოთხი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში