მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე დღეში, რეჟიმის წევრი, ასობით ათასი ისლამისტი, რომელსაც არცერთი სხვა ქვეყანა არ მიიღებს, აუცილებლად მოადგება საქართველოს

რეჟიმის წევრი, ასობით ათასი ისლამისტი, რომელსაც არცერთი სხვა ქვეყანა არ მიიღებს, აუცილებლად მოადგება საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს და ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, სწორედ საქართველო ეხმარება "მათ სანქციების გვერდის ავლაში" და ასევე, "ივანიშვილი ეხმარება რეჟიმს ფულის გარეცხვაში".

"ტრამპი მაგრად უსრულებს პუტინს. ასადი, მადურო, ხამენეი და აქ ივანიშვილისნაირები ხურდაში მოჰყვებიან.

მაგრამ არსებობს სერიოზული საფრთხე, სულ რამდენიმე დღეში, რეჟიმის წევრი, ასობით ათასი ისლამისტი, რომელსაც არცერთი სხვა ქვეყანა არ მიიღებს, აუცილებლად მოადგება საქართველოს. ვინაიდან სწორედ საქართველო ეხმარება მათ სანქციების გვერდის ავლაში, ივანიშვილი ეხმარება რეჟიმს ფულის გარეცხვაში და ვინაიდან მათ ფული აქვთ, აქაური რეჟიმი ფულზე საკუთარ დედასაც გაყიდის, დიდია საფრთხე ამ საშიში ელემენტების საქართველოში დასახლების.

ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ რეჟიმის რამდენიმე მაღალჩინოსანმა, ე.წ. არაბულ ქალაქებში აქ, ბინები ისედაც შეიძინა.

ჩვენი საზღვრები ისევ ჩვენი დასაცავია, საზოგადოება უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილად" , - სააკაშვილი Facebook-ზე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში