აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ასახელებს ქვეყნებს და ტერიტორიებს, რომლებსაც „ირანის რეჟიმი თავს დაესხა“

გუშინ, [28 თებერვალს] გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ირანის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ მათი პასუხი მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ის ბაზებისა და აქტივების წინააღმდეგ. ეს ტყუილია. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ "ირანის რეჟიმი აქტიურად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას და თავს დაესხა ათზე მეტ ადგილს".

"მათ შორისა: დუბაის საერთაშორისო აეროპორტი; ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი; ზაიედის საერთაშორისო აეროპორტი, დუბაი; ერბილის საერთაშორისო აეროპორტი, ერაყი; სასტუმრო „ფეირმონტ პალმ“, დუბაი; სასტუმრო „ბურჯ ალ არაბი“, დუბაი; სასტუმრო „კრაუნ პლაზა“, ბაჰრეინი; დუბაის პორტი; ჰაიფას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა; საცხოვრებელი ტერიტორიები ბეით შემეშიში, ისრაელი; საცხოვრებელი ტერიტორიები თელ-ავივში, ისრაელი; „ერა ვიუს თაუერსის“ საცხოვრებელი ტერიტორია, ბაჰრეინი; საცხოვრებელი ტერიტორიები კატარში", - აღნიშნულია განცხადებაში.

CNN-ი 28 თებერვალიდან, ოპერაციის დაწყების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში დარტყმების შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამერიკული მედიის თანახმად, გუშინ დილიდან ირანში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მა, ირანის "წითელ ნახევარმთვარეზე" დაყრდნობით, გუშინ განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად 201 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი საინფორმაციო სააგენტო (HRANA) აცხადებს, რომ იმ დღეს სულ მცირე 133 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რაც შეეხება ისრაელს, ისრაელის საგანგებო სიტუაციების რეაგირების სამსახურის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელზე დარტყმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ცხრა დღეს - ბეით შემეშში ირანის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, ხოლო ერთი გუშინ თელ-ავივში. არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის საპასუხო დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი აბუ დაბის აეროპორტში დრონის დარტყმის შედეგად. ასევე, დღეს, ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქუვეითზე ირანის დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.მსხვერპლის შესახებ ცნობები ვრცელდება ერაყშიც, არსებული ცნობებით, ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, ოთხი წევრი დაიღუპა აშშ-ისრაელის დარტყმის შედეგად, რომლის სამიზნეც მათი ერთ-ერთი შტაბ-ბინა იყო. როგორც ცნობილია, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დროს აშშ-ის სამი სამხედრო მოსამსახურეა გარდაცვლილი.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს