თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპი ისრაელის, ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა.

„დღეს, პრეზიდენტი ტრამპი ისრაელის, ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებს ესაუბრა“, - დაწერა კეროლაინ ლევიტმა X-ზე.

ლევიტი იმავე განცხადებაში საუბრობს ტეხასში მომხდარ სროლაზე. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს პრეზიდენტს. თეთრი სახლის ცნობით, FBI იძიებს ტეხასში მომხდარი სროლის „ტერორიზმთან პოტენციურ კავშირს“, რომლის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა სავარაუდო თავდამსხმელი, ხოლო დაშავდა - 14 ადამიანი.

მედიის თანახმად, ტრამპი პარასკევის შედეგ ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ ბიჩში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაშია, თუმცა დღეს თეთრ სახლში დაბრუნებას გეგმავს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში