ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო აღმოსავლეთზე - მზად ვართ გავუზიაროთ გამოცდილება, დავეხმაროთ ერებს, რომლებიც უკრაინას დაეხმარნენ - მნიშვნელოვანია, ირანში ცვლილებების შესაძლებლობა გონივრულად იქნას გამოყენებული

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებულმა ვითარებამ აჩვენა, თუ რამდენად რთულია რაკეტებისა და "შაჰედის" ტიპის საბრძოლო მასალისგან სრული დაცვის უზრუნველყოფა, იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებსაც უკრაინაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გაზიარებით.

„ახლო აღმოსავლეთში არსებულმა ვითარებამ აჩვენა, თუ რამდენად რთულია რაკეტებისა და "შაჰედებისგან" 100%-იანი დაცვის უზრუნველყოფა. სპარსეთის ყურის ქვეყნებიც კი, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხის საჰაერო თავდაცვის სისტემები და მსგავსი სისტემების დიდი რაოდენობა - ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ყველა ბალისტიკური რაკეტის ჩაჭრას. რეგიონში ზოგიერთმა "შაჰედის" ტიპის დრონმაც გაარღვია საჰაერო თავდაცვა.ყველას ხედავს, რომ ჩვენი თავდაცვის გამოცდილება, მრავალი თვალსაზრისით, შეუცვლელია. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ეს გამოცდილება, მზად ვართ დავეხმაროთ იმ ერებს, რომლებიც უკრაინას დაეხმარნენ ამ ზამთარში და ამ ომის განმავლობაში", - აცხადებს ზელენსკი.

მან დასძინა, რომ უკრაინა ყურადღებით აკვირდება ირანის გარშემო არსებულ სიტუაციას.

„მნიშვნელოვანია, რომ ირანში ცვლილებების შესაძლებლობა გონივრულად იქნას გამოყენებული. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მკაფიო პოზიცია ადამიანებისა და სიცოცხლის მხარდასაჭერად.... მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულმა გადაწყვეტილებამ და მსოფლიოში ყველას გადაწყვეტილებამ ნამდვილად იმუშაოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში