არაბთა გაერთიანებული საემიროები თეირანში საელჩოს ხურავს

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა განაცხადა, რომ ირანის მიერ მის ტერიტორიაზე პირდაპირი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ თეირანში საელჩო დახურა და ელჩი და დიპლომატიური პერსონალი გაიწვია.

არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია „ირანის აშკარა სარაკეტო თავდასხმების“ , კერძოდ, სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საცხოვრებელ უბნებზე, აეროპორტებზე, პორტებზე დარტყმების საპასუხოდ.

საემიროების საგარეო უწყება განმატავს, რომ თავდასხმებმა საფრთხე შეუქმნა მშვიდობიან მოსახლეობას და წარმოადგენდა „სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციას“, რომელსაც ის ეროვნული სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევას უწოდებს.

არაბთა გაერთიანებული საემიროების განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი ნაბიჯი ასახავს „მტკიცე და ურყევ პოზიციას“ ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ "მტრული ქმედებების გაგრძელება" რეგიონს "უკიდურესად სახიფათო ტრაექტორიაზე" გადაყვანის რისკს უქმნის. განცხადებაში აღინიშნება, რომ ესკალაცია საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო მშვიდობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში