CNN - აშშ-სა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ ხამენეის

აშშ-სა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ აითოლა ალი ხამენეის. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის თანახმად, შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-სა და ისრაელის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ ცხადყო, რამდენად კარგად იყო განვითარებული ქვეყნების დაზვერვა ირანში და რამდენად მზად იყვნენ ისინი სწრაფი მოქმედებისთვის, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდებოდა.

"თვეების განმავლობაში ისრაელის და ამერიკის სადაზვერვო სააგენტოები - მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო - ფარულად აკვირდებოდა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის", - აღნიშნავს CNN-ი.

როგორც CNN-ს საკითხთან დაკავშირებულმა ხუთმა პირმა განუცხადა, ისინი აკვირდებოდნენ ხამენეის ყოველდღიურ რეჟიმს. აკვირდებოდნენ ირანის მაღალჩინოსნებს პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს, რომლებიც თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში იშვიათად იკრიბებოდნენ ერთ ადგილზე.

როგორც აღინიშნება, შაბათს, დილის შეხვედრა თეირანში, სადაც აიათოლას, ირანის პრეზიდენტისა და ეროვნული უსაფრთხოების აპარატის ოფისებია განთავსებული, იყო შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია - შაბათს, დილით თავდასხმისას, დედაქალაქ თეირანში, მისივე რეზიდენციაში განხორციელდა. მისი ლიკვიდაციის შესახებ ცნობები შაბათს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა მედიაში. მოგვიანებით, დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ "ხამენეი, ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი ისტორიაში, მკვდარია". ირნამა ხამენეის ლიკვიდაცია ამის შემდეგ რამდენიმე საათში დაადასტურა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება