დონალდ ტრამპი - მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი - ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებს, რომლებიც იარაღს დაყრიან, „სრული იმუნიტეტი“ მიენიჭებათ, ხოლო მათ, ვინც უარს იტყვის, „გარდაუვალი სიკვდილი ემუქრებათ“.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი და მიიღონ სრული იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი...ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება. ეს არ იქნება სასიამოვნო“, - დასძინა ტრამპმა.

ირანელი ხალხისთვის მიმართვისას, ტრამპმა კვლავ მოუწოდა მათ, „გამოეყენებინათ ეს მომენტი“ და აღნიშნა, რომ მან შეასრულა მათთვის დახმარების დაპირება.

„მოვუწოდებ ყველა ირანელ პატრიოტს, ვინც თავისუფლებას ეძებს, გამოიყენონ მომენტი, იყვნენ მამაცები, გაბედულები, გმირულები და დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა. ამერიკა თქვენთანაა. მე თქვენ დაგპირდით და ეს დაპირება შევასრულე“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, როდესაც იანვარში ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა განცხადება: „დახმარება გზაშია“.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში