ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ ისრაელისკენ რაკეტები ისროლა

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ლიბანში “ჰეზბოლას” ობიექტებზე დარტყმები დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ღამით ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

“ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ თავდასხმები ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის საპასუხოდ დაიწყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „არ დაუშვებენ, რომ ორგანიზაციამ, საფრთხე შეუქმნას ისრაელის სახელმწიფოს და ზიანი მიაყენონ ჩრდილოეთის მოსახლეობას“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიისკენ გაშვებული რაკეტა მოიგერია. რამდენიმე რაკეტა ღია ტერიტორიებზე ჩამოვარდა. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. საპასუხოდ, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე დარტყმები განახორციელა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში