აშშ და სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის მიერ რეგიონში განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს გმობენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბაჰრეინმა, იორდანიამ, ქუვეითმა, კატარმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ირანის მიერ მეზობელ ქვეყნებზე განხორციელებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმები დაგმეს.

„ისლამური რესპუბლიკის ქმედებები წარმოადგენს სახიფათო ესკალაციას, რომელიც არღვევს მრავალი სახელმწიფოს სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნები ხაზს უსვამენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის და იმ ქვეყნების მიზანში ამოღება, რომლებიც საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ, „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“.

„გაერთიანებულები ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიის დასაცავად და ვადასტურებთ ჩვენს თავდაცვის უფლებას ამ თავდასხმების წინაშე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში