ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - ჩვენი ძალები კვიპროსის ბაზაზე სავარაუდო დრონით თავდასხმაზე რეაგირებას ახდენენ

ბრიტანეთის ძალები კვიპროსში, მათ სამხედრო ბაზაზე სავარაუდო დრონით თავდასხმაზე რეაგირებას ახდენენ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, დარტყმა სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ბაზაზე შუაღამისას განხორციელდა.

„ჩვენი ძალების დაცვა რეგიონში უმაღლეს დონეზეა და ბაზამ ჩვენი ხალხის დასაცავად რეაგირება მოახდინა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა.

მას მსხვერპლის ან დაზიანების შესახებ არ უსაუბრია.

სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ბაზა ქალაქ ლიმასოლთან ახლოს მდებარეობს.

ლონდონმა ცოტა ხნის წინ ამ ბაზაზე თავდაცვითი ზომების სახით დამატებითი საშუალებები განათავსა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები და F-35 ტიპის თვითმფრინავები.

სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ ირანული რაკეტებისა და მათი გამშვები მოწყობილობების განადგურების მიზნით თავდაცვითი დარტყმების განსახორციელებლად აშშ-ს ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება მისცეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში