თენგიზ შარმანაშვილი - ჩვენ დაინტერესებული ვართ ხანგრძლივი მშვიდობით ჩვენს რეგიონში, რადგან რაიმე ტიპის საომარი ხანგრძლივი ესკალაცია არ შეიძლება მისასალმებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის

იმედს გამოვთქვამთ, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება და ისინი დიპლომატიურ გზებს გამონახავენ - ფაქტი, რომ ასეთ მძიმე ჟამს [გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა] გამონახა დრო და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს დაუთმო, კარგია და მეტყველებს ამაზე, რომ ჩვენს პოზიციას მათთვის გარკვეული წონა აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობით, რადგან რაიმე ტიპის საომარი ხანგრძლივი ესკალაცია არ შეიძლება მისასალმებელი იყოს საქართველოსთვის.

„ჩვენ რადიკალებისგან განსხვავებით ვართ ხელისუფლება. ყველა ჩვენს სიტყვას და კომენტარს მნიშვნელობა აქვს, რომელიც, შეიძლება, საქართველოს დღევანდელ დღეზეც და მომავალზეც აისახოს. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა ირანული მხარე და ისინი მზად არიან მოლაპარაკებისთვის. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება და ისინი დიპლომატიურ გზებს გამონახავენ.

გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ესაუბრა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე - სოლიდარობაც გამოუცხადა, მათ გულთბილი საუბარი ჰქონდათ. ის ფაქტი, რომ ასეთ მძიმე ჟამს გამონახა დრო და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს დაუთმო, უკვე კარგია და მეტყველებს ამაზე, რომ ჩვენს პოზიციას მათთვის გარკვეული წონა აქვს. აზრები რომ ერთმანეთში გაიცვალა კარგია. ჩვენ დაინტერესებული ვართ ხანგრძლივი მშვიდობით ჩვენს რეგიონში, რადგან რაიმე ტიპის საომარი ხანგრძლივი ესკალაცია არ შეიძლება, მისასალმებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამასთან, შარმანაშვილმა შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტი: „დიქტატორის მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს, ღმერთო ეს ტკბილი ხმა გამაგონე ჩემს მამულში“ და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა „თავისი უაზრო მოქმედებებიდან გამომდინარე, ასეთი „ხმა ტკბილი” 2008 წელს თავის მამულში უკვე გაიგონა“.

„არ ვიცი რას გულისხმობს: ანუ მკვლელობის ხმა გააგონა საქართველოში? მე საქართველოზე ვსაუბრობ, იქ რაც მოხდა თვითონ გაარკვევენ. მან თქვა საქართველოში გამაგონა ეს ხმაო, ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე. ჩვენ თითის მიშვერა არ გვჭირდება, თვითონ საუბრობს ხოლმე და ხალხიც ხედავს”, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა