დავით მათიკაშვილი - გარშემო არსებულ მოვლენებს რომ დავუკვირდეთ, საქართველო მშვიდობის კუნძულად არის ქცეული, ომი რუსეთ-უკრაინას შორის, ომი ახლო აღმოსავლეთში - საქართველოში არის მშვიდობა

გარშემო არსებულ მოვლენებს რომ დავუკვირდეთ, საქართველო მშვიდობის კუნძულად არის ქცეული - ომი რუსეთ-უკრაინას შორის, ომი ახლო აღმოსავლეთში - საქართველოში არის მშვიდობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ხაზს უსვამს თუ რაოდენ ეფექტური იყო „ქართული ოცნების” ხელისუფლება, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყო.”

„ჩვენი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით აკვირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფა, ამიტომ ომის დეესკალაციისთვის დიპლომატიური გზების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ხაზს უსვამს თუ რაოდენ ეფექტური იყო „ქართული ოცნების” ხელისუფლება, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყო და ყველა პროცესი ისე მართა, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება გარედან არსებულ ზეწოლებს არ აჰყვა და მდგრადი მშვიდობა შევინარჩუნეთ. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორი მნიშვნელოვანია საკუთარმა ქვეყანამ იზრუნოს მშვიდობაზე. გარშემო არსებულ მოვლენებს რომ დავუკვირდეთ, საქართველო მშვიდობის კუნძულად არის ქცეული. ომი რუსეთ-უკრაინას შორის, ომი ახლო აღმოსავლეთში - საქართველოში არის მშვიდობა. საქართველოში არსებულმა მშვიდობამ უზრუნველყო იმ ავიარეისების გადაადგილება, რომლის შესაძლებლობაც მოკლებულია იმ ქვეყნებში, სადაც ომია”,- აღნიშნა მათიკაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში