ისააკ ჰერცოგი - ახლო აღმოსავლეთის მომავალი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომზეა დამოკიდებული

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით ახლო აღმოსავლეთის მომავალი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომზეა დამოკიდებული.

ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ ისტორიულ მომენტში ვართ, როდესაც ახლო აღმოსავლეთის მომავალი ამ ოპერაციის წარმატებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

მან ისლამური რესპუბლიკას ბოროტების იმპერია უწოდა, რომელსაც რუკიდან ისრაელის გაქრობა სურს. მისი თქმით, ირანმა ისრაელზე თავდასხმა დედამიწის ყველა კუთხიდან სცადა.

„ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომელსაც ვუზიარებთ როგორც ბრიტანელ მოკავშირეებს, ასევე ყველა სხვა მოკავშირეს. გვსურს დავრწმუნდეთ, რომ რეგიონში ნამდვილი ცვლილებები იქნება“, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში