მალხაზ ველიჯანაშვილი - 4 ოქტომბრის საქმეზე ბაჩო ახალაიას არავითარი ბრალი არ იკვეთება

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე ახალაიას მიერ არავითარი ბრალი არ იკვეთება.

რაც შეხება ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის მოწმეთა სიაში ყოფნის საკითხს, ადვოკატის განმარტებით, ის სიაში არ უნდა ყოფილიყო.

„ანი ნადარეიშვილი სიაში არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტექნიკურად ისე გააკეთა ბრალდების მხარემ, რომ მისი მოწმის სტატუსის შემძენად მიიჩნია. ანი ნადარეიშვილს აქვს უფლება, [ჩვენების მიცემაზე] უარი განაცხადოს. ერთი იმის გამო,რომ ადვოკატია და მეორე საფუძველია, რომ ოჯახის წევრია… პროკურატურას არ აქვს იმის უფლება, ვიღაცას შეუზღუდოს ადვოკატობა ან თუნდაც ის უფლება, რომ ჩვენების მიცემა დაავალდებულო. არ მგონია, ამ დონეზე იყოს ჩამოქცეული სასამართლო, რომ ანი ნადარეიშვილს ასეთი უფლების განხორციელებაზე უარი უთხრას“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ამასთან, ადვოკატმა განმარტა, რატომ არის ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები დახურული.

„პირველი სხდომა შუამდგომლობით დაიხურა, მეორე სხდომა ახალი შუამდგომლობით დაიხურა, შესაბამისად, დღევანდელ პროცესზე ვვარაუდობ, რომ ხელახალ შუამდგომლობას დააყენებს ბრალდების მხარე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, დახურვის საფუძველი რაც იყო, სრულ დახურვას უკვე აღარ მოიცავს. შესაბამისად, ამ კუთხით მგონია, რომ ამაში მაინც სასამართლო არ დათანხმდება და სრულად არ დახურავს სხდომას. კონკრეტული მოწმეების პერსონალური მონაცემები რომ არ გასაჯაროვდეს, ამის გამო ითხოვს ბრალდების მხარე დახურვას“,- განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს