ნინო წილოსანი - ახლო აღმოსავლეთში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი - ირანი იქნება თუ ისრაელი, სამძიმარს ვუცხადებთ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა

ახლო აღმოსავლეთში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი - ირანი იქნება თუ ისრაელი, სამძიმარს ვუცხადებთ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ჩართულ სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ დიპლომატიური საშუალებები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული.

„ახლო აღმოსავლეთში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. რეგიონში მიმდინარე წარმოუდგენელი არეულობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ირანი იქნება თუ ისრაელი, სამძიმარს ვუცხადებთ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. დიდი დანაკარგი ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც არის. სამხედრო ჩარევის მასშტაბი წარმოუდგენლად დიდია. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის დეესკალაციას ვემხრობით დიპლომატიური არხების საშუალებით, რადგან ომი და სამხედრო დაპირისპირება გამოსავალი არ არის. ყველა ჩართულ სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ დიპლომატიური საშუალებები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული“, - განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის განცხადებას შეეხებოდა, წილოსანმა უპასუხა, რომ ამ სამძიმარს უერთდება.

„იცით, რომ მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა ყველა ქვეყანას, რომელიც ამ სამხედრო ესკალაციის პროცესშია ჩართული, ყველა იქ გარდაცვლილს - როგორც სახელისუფლებო, ასევე მშვიდობიან მოქალაქეს. ამ სამძიმარს, რა თქმა უნდა, ვუერთდები”, - განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე, „მკვლელს რომ კლავს აშშ, ეს არის თუ არა სამძიმრის საფუძველი“, წილოსანმა უპასუხა, რომ ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი.

„მარტივი პრინციპიც არ იცით როგორ მოქმედებს ადამიანის უფლებები და დემოკრატია. მკვლელის მკვლელი სამართლებრივად კონკრეტული დეფინიციაა. უფრო დიდ მასშტაბზე არ გადავდივარ. ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი.

სამძიმართან დაკავშირებით იხილეთ მთავრობის განცხადება, სადაც ყველა უმძიმეს ფაქტთან არის სამძიმარი გამოთქმული”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში