საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქცია სახელწოდებით, „არა ჩადებას“ გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქცია სახელწოდებით, „არა ჩადებას“ გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, ნარკოტიკების „ჩადება“ არის მავნე პრაქტიკა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წლებია იყენებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ნიკა კაცია, გიორგი ახობაძე და თედო აბრამოვი აღნიშნული პრაქტიკის მსხვერპლები არიან და ისინი ციხეში უსამართლოდ ისხდნენ.

აქციის მონაწილეების ადგილზე ჰქონდათ ბანერები წარწერით: „ეს მავნე პრაქტიკა ყველას ეხება“; „უდანაშაულო ადამიანებს უდებენ ნარკოტიკს! დანაშაულს!“; „დაისაჯონ ცრუ მოწმეები და ჩამდებები“; „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“.

„არა ჩადებას“ - ეს მოწოდება დღესაც აქტუალურია. სამწუხაროდ, ეს მავნე პრაქტიკა არა და არ დასრულდა. ნარკოტიკების „ჩადება“ თუ დანაშაულის „ჩადება“ ხდება უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოკეტვის მიზეზი. ცრუ მოწმეები და ე.წ. ჩამდენები არ ისჯებიან. ჩვენ მოვითხოვთ, ცრუ მოწმეები დაისაჯონ, დასრულდეს ეს მავნე პრაქტიკა. ეს მავნე პრაქტიკა შეიძლება ყველა ჩვენგანს შეეხოს. არც ერთი რიგითი ადამიანი არ არის ამისგან დაზღვეული,“ - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა ჭალიძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში