გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი - ზამთრის სკოლა 2026 „ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების ხელოვნება“ წარმატებით დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ზამთრის სკოლა 2026 - „ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების ხელოვნება“ წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გრუნის მედიაციის ცენტრმა, პრაქტიკაზე ორიენტირებული განვითარებისათვის, სტუდენტებს უნიკალური და უპრეცედენტო შესაძლებლობა წელს მეორედ შესთავაზა.

„კახეთში 3-დღიანი გასვლითი პროექტი მიზნად ისახავდა პრაქტიკულ სწავლებას, პროფესიული ზრდისა და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებას, ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მართვის უნარების პრაქტიკაში გამოყენებას.

პროექტში სხვადასხვა სკოლის საბაკალავრო პროგრამის 30 სტუდენტი მონაწილეობდა, თუმცა შემოსული განაცხადებების რაოდენობა ხელმისაწვდომ ადგილებს სამჯერ აღემატებოდა.

პროგრამას უძღვებოდნენ: ირაკლი ყანდაშვილი – გრუნის პროფესორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლიცენზირებული მედიატორი და ნინა გერსამია – სერტიფიცირებული მედიატორი, ტრენერი და მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ინტერაქტიული მეცადინეობები, შესრულდა ჯგუფური სავარჯიშოები, პრეზენტაციები, გაიმართა მოლაპარაკების სიმულაცია, სტუდენტები ჩაერთნენ დისკუსიასა და სხვადასხვა აქტივობაში.

ზამთრის სკოლა სრულად დაფინანსდა უნივერსიტეტის მიერ, რაც სტუდენტებისთვის დამატებითი მოტივაციისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვან გამოხატულებას წარმოადგენს.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთობლივი სერტიფიკატი გადაეცათ.

მონაწილეებმა უნივერსიტეტს ასეთი შესაძლებლობისათვის მადლობა გადაუხადეს. აღინიშნა, რომ გრუნიმ შექმნა სივრცე, სადაც გამოცდილება და უნარები ერთიანდება ერთ მიზანში - ახალგაზრდების გაძლიერებასა და პროფესიულ დაოსტატებაში,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში