ალექსანდრე დარახველიძე - შს სამინისტრო ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს - პასუხისგებაში მივეცით არაერთი პირი, რომელიც ნარკოდანაშაულში სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული, მათ შორის ნარკოტიკების გავრცელებაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს - პასუხისგებაში მივეცით არაერთი პირი, რომელიც ნარკოდანაშაულში სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული, მათ შორის ნარკოტიკების გავრცელებაში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ეფექტურ ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს და ყველა იმ პირს, ვინც გადაწყვეტს, რომ ჩართული იყოს ნარკოდანაშაულში, მოუწევს კანონის წინაშე უმკაცრესად აგოს პასუხი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს. საზოგადოება ყოველ დღე არაერთ ფაქტს ხედავს, როცა გამოვლენა ხდება ნარკოტიკების გავრცელების. არაერთი პირი პასუხისგებაში მივეცით, რომლებიც ნარკოდანაშაულში სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართულნი, მათ შორის ნარკოტიკების გავრცელებაში. სამინისტრო ეფექტურ ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს და ყველა ის პირი, ვინც გადაწყვეტს, რომ ჩართული იყოს ნარკოდანაშაულში, მას მოუწევს, კანონის წინაშე უმკაცრესად აგოს პასუხი”, - განაცხადა დარახველიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში