ნინო წილოსანი კითხვაზე: აპირებს თუ არა მთავრობა ირანში მიმდინარე პროცესებზე საგანგებო სხდომის გამართვას - რასაც სომხეთი აკეთებს, იმავეს ნამდვილად არ ვაპირებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი „ჩებურეკსაც“ ჭამდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი „ჩებურეკსაც“ ჭამდა, თუ როგორ იყო? - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას: გამართა თუ არა „რაიმე სხდომა“ საქართველოს მთავრობამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების განსახილველად იმ ფონზე, რომ სომხეთმა უსაფრთხოების საბჭო მალევე მოიწვია.

მისი თქმით, რასაც სომხეთი აკეთებს, იმავეს გაკეთებას არ აპირებენ, რადგან მათ საკუთარი გადაზღვევის მექანიზმები აქვთ.

“სომხეთის პრემიერ-მინისტრი „ჩებურეკსაც“ ჭამდა თუ როგორ იყო? ომის დაწყებიდან [მალევე]. ამიტომ, რასაც სომხეთი აკეთებს, იმავეს ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ჩვენ. ჩვენ ჩვენი გადაზღვევის მექანიზმები გვაქვს. შესაბამისად, უმაღლეს კონტროლზეა აყვანილი ყველა ის საფრთხე და რისკი, რომელიც, შეიძლება, რეგიონში ამ პროცესებიდან გამომდინარე იყოს”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ამავე თემაზე საუბრისას წილოსანმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას თავისი რეაგირების ფორმები აქვს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ყველაფერი საქართველომაც იდენტურად გააკეთოს.

“მე არ მითქვამს, რომ რასაც სომხეთი აკეთებს, იმას არ გავაკეთებთ. მე ვთქვი, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის, სომხეთს თავისი რეაგირების ფორმები აქვს - ერთ შემთხვევაში უშიშროების საბჭო მოიწვიეს, მეორე შემთხვევაში სიმინდს მიირთმევდნენ. შესაბამისად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ყველაფერი ჩვენც იდენტურად გავაკეთოთ”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს