გიგა ფარულავა - პარტიები, რომლებიც ჯერ გაერთიანდნენ, მერე გაიყვნენ და დღეს ისევ ერთიანობაზე საუბრობენ, „ოცნების“ ხელისუფლებას და პროპაგანდას უკეთებენ საჩუქარს - ჩვენ არანაირი საერთო არ გვაქვს ამ პარტიებთან

„ნაცებთან“, „ახლებთან“ თუ „ნაციონალური მოძრაობის” სხვა განაყოფებთან არავითარ გაერთიანებას არც განვიხილავდით და არც მომავალში განვიხილავთ, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან, ოპოზიციის ნაწილის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,“ ეს კონკრეტული პარტიები, რომლებიც ხან გაერთიანდნენ, მერე გაიყვნენ და დღეს ისევ ერთიანობაზე საუბრობენ, ხშირ შემთხვევაში “ოცნების” ხელისუფლებას და პროპაგანდას უკეთებენ საჩუქარს.”

“ნაცებთან”, “ახლებთან” თუ “ნაციონალური მოძრაობის” სხვა განაყოფებთან არავითარ გაერთიანებას არც განვიხილავდით და არც მომავალში განვიხილავთ. ვიდრე თავიანთ გეგმებს წარუდგენენ საზოგადოებას, გვარამიამ და მისმა პარტიამ უნდა აუხსნან, 2024 წლის არჩევნების დროს, როგორ მიიღეს ათეულობით მილიონი საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის. ასევე, საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ მოხდა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ამ კონკრეტულმა ბოიკოტმა დააზიანა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები თვითმმართველობის არჩევნებზე. ასევე, აუხსნან როგორ და რატომ გააკეთეს 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარის პროვოკაცია, როდესაც ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს, თითქოს მათ რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების შეცვლა შეეძლოთ. ამით კიდევ ერთხელ დააზიანეს ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები. ერთობლიობაში ეს კონკრეტული პარტიები, რომლებიც ხან გაერთიანდნენ, მერე გაიყვნენ და დღეს ისევ ერთიანობაზე საუბრობენ, ხშირ შემთხვევაში “ოცნების” ხელისუფლებას და პროპაგანდას უკეთებენ საჩუქარს. ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ არანაირი საერთო არ გვაქვს ამ კონკრეტულ პარტიებთან: 4 ოქტომბრის სცენარის შემოქმედებთან, “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის განაყოფებთან”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს