ვოლოდიმირ ზელენსკი - ის, რაც ირანში ხდება, კარგი სიგნალია პუტინისთვის, ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანში განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთის, როგორც მოკავშირის, არაფრისმაქნისობა აჩვენა და ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაანახა, თუ როგორ მთავრდება დიქტატურა.

„ვფიქრობ, პუტინმა უკვე აჩვენა, თუ როგორი მოკავშირეა ის სირიაში, მაშინ როცა, პრინციპში, მათ ვერ მოახერხეს ასადის რეჟიმის დახმარებას. ჩემი აზრით, (რუსებმა) ახლაც აჩვენეს თავიანთი სისუსტე. ანუ, როგორც მოკავშირეები, ისინი არაფრის მაქნისები არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა მთელი თავისი სამხედრო ძალების უკრაინაში თავმოყრა მოახდინა.

„ის, რაც ირანში ხდება, ვფიქრობ, კარგი სიგნალია პუტინისთვის, რომ ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში