პიტ ჰეგსეტი - ეს არ არის ე.წ. „რეჟიმის ცვლილების“ ომი, მაგრამ რეჟიმი ნამდვილად შეიცვალა - ეს ერაყი არ არის, ეს დაუსრულებელი არ არის

ეს არ არის ე.წ. „რეჟიმის ცვლილების“ ომი, მაგრამ რეჟიმი ნამდვილად შეიცვალა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით მას ვასრულებთ. ირანის რეჟიმი 47 წლის განმავლობაში ამერიკის წინააღმდეგ ცალმხრივ და სასტიკ ომს აწარმოებდა. მათი ომი ამერიკელების წინააღმდეგ აიათოლასა და მისი სიკვდილის კულტის წინააღმდეგ ჩვენს შურისძიებად იქცა“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

მისი თქმით, „ირანის ყოფილ რეჟიმს ყველა შანსი ჰქონდა მშვიდობიანი და გონივრული შეთანხმების დასადებად, მაგრამ თეირანი მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა“.

ამასთან, ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „დაუსრულებელ ომამდე“ არ მიგვიყვანს და ეს ერაყი არ არის. მისი თქმით, აშშ-ს მიზანია, თეირანის რაკეტებისა და სხვა უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის განადგურება.

„ეს ერაყი არ არის. ეს დაუსრულებელი არ არის“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება