პროკურატურამ ქრთამის მიცემის, დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე, სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის, დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე, სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაკავებული არიან საჯარო მოხელე, რომელმაც ქრთამი აიღო, ასევე ქრთამის მიმცემი და შუამავალი პირები.

“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, თბილისში მდებარე ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ობიექტზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, კომპანიის წარმომადგენელს ქრთამის სახით მოსთხოვა და შუამავლის დახმარებით გამოართვა 15 000 ლარი.

ასევე, იგივე საჯარო მოხელემ, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, თბილისში არსებული სხვა უკანონო სამშენებლო სამუშაოების მფარველობის სანაცვლოდ, მოითხოვა და ამ შემთხვევაშიც შუამავლის დახმარებით აიღო ქრთამი - 15 000 ლარი.

გამოძიების შედეგად დაკავებულია როგორც ქრთამის ამღები საჯარო მოხელე, ასევე ქრთამის მიმცემი და შუამავალი პირები.

დაკავებულ მოქალაქეს ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, დაკავებულ საჯარო მოხელეს - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ხოლო შუამავალ პირს კი - დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ქრთამის მიმცემისთვის 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო დანარჩენი ბრალდებულებისთვის 7 -იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში