პროკურატურა - ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თბილისში, ნაქირავებ სახლში რეალიზების მიზნით 4 795.50 ლარის ღირებულების 360 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებული არაყი და 1 519 ცალი ყალბი აქციზური მარკა დაამზადა

საქართველოს პროკურატურამ ფალსიფიკაციის და დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ სახლში შემდგომში რეალიზების მიზნით 4 795.50 ლარის ღირებულების 360 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებული არაყი და 1 519 ცალი ყალბი აქციზური მარკა დაამზადა.

„ბრალდებულმა ფალსიფიცირებული არყის ნაწილი სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში გაასაღა, რაც სამართალდამცველებმა ამოიღეს. მის მიერ დაქირავებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებული არაყი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა, ჩადენილი ანგარებით, რასაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის) და მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყალბი აქციზური მარკების დამზადება და გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში