საქართველოში ისრაელის ელჩი - ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ, არამედ ყველას ვინც ისრაელშია

განვითარებული მოვლენების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე ოფიციალურ პირებს საქართველოს მთავრობიდან, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ განაცხადა.

„ახლა რამდენიმე ათასი ისრაელელი იმყოფება საქართველოში, მათ მოსწონთ აქ ყოფნა. დარწმუნებული ვარ, ძალიან შეშფოთებულები არიან იმით, რაც მათ სამშობლოში ხდება, მაგრამ ახლა ისრაელის ცა დაკეტილია და როცა ფრენები აღდგება, ჩვენ მათზე ვიზრუნებთ, ისრაელში არიან საქართველოს მოქალაქეები და მინდა, მათ იცოდნენ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ, არამედ ყველას ვინც ისრაელშია. ჩვენ ვეკონტაქტებით თელ-ავივში საქართველოს საელჩოს და მათაც აქვთ კომუნიკაცია იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. თუ რაიმე დასჭირდებათ, ისინი დახმარებას მაქსიმალურად მიიღებენ. განვითარებული მოვლენების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე ოფიციალურ პირებს საქართველოს მთავრობიდან “, - აცხადებს „ფორმულასთან“ საქართველოში ისრაელის ელჩი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში