ზურაბ ჯაფარიძე - მინდა, ყველამ ვეცადოთ, დღევანდელი დღე იქცეს ისტორიულად, როდესაც საფუძველი ჩაეყარა რეჟიმის დამარცხებას

შეიქმნა ოპოზიციის ალიანსი, რომელიც შეთანხმდა საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე ისევე, როგორც შეთანხმდა ერთობლივი მოქმედების ხედვებზე და წესებზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც „ოპოზიციური ალიანსის“ შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელი დღე უნდა იქცეს ისტორიულ დღედ, როდესაც „საფუძველი ჩაეყარა რეჟიმის დამარცხებას“.

„მე მინდა გულწრფელად მადლობა გადავუხადო ყველა იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელიც ახლა ამ ოთახშია. ძირითადად მათი ნამუშევარია ის დოკუმენტი, რომელიც საჯაროდ დაიდო მაშინ, როდესაც რამდენიმე ჩვენგანი ჯერ კიდევ პატიმრობაში იყო. დიდი შრომა აქვთ ჩადებული. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ შეთანხმება შედგა. მნიშვნელოვანი დღეა და მე მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვეცადოთ, რომ ეს დღე არ დარჩეს უბრალოდ მნიშვნელოვან დღედ და იქცეს ისტორიულ დღედ, როდესაც საფუძველი ჩაეყარა რეჟიმის დამარცხებას“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში