ნიკა გვარამია - მნიშვნელოვანია, ერთი გუნდით ვიაროთ საერთაშორისო ვიზიტებზე და  ხედავდეს ყველა, რომ პროდასავლური პოლიტიკური  სპექტრი მოწადინებულია იმოქმედოს ერთიანად სამშობლოს ინტერესებში - მე რომ ვერ წავალ, იცით, პასპორტი მაქვს ჩამორთმეული

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პასპორტის ჩამორთმევის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ვერ შეძლებს, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები საერთაშორისო შეხვედრებზე ერთიანი გუნდით წარდგებიან.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო შეხვედრებზე ოპოზიციური პარტიები ერთიანი გუნდით იყვნენ წარმოდგენილი.

მისი თქმით, შეთანხმება არ ეხება პარტიული იდენტობის ცვლილებას, არამედ საერთო მიზნების მისაღწევად კოორდინირებულ მოქმედებას. გვარამიას განმარტებით, გადაწყვეტილებები კოლექტიურად მიიღება და მათი შესრულებაც ერთობლივად მოხდება.

“შევთანხმდით რომ ჩვენ ვართ ერთობა, ერთად გამარჯვებისთვის. ვიღებთ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებს და არა პარტიულ იდენტობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. ვიღებთ გადაწყვეტილებებს ერთად და აღვასრულებთ ერთად. ასევე გვაქვს ქცევის წესები, რომელიც ერთად დავადგინეთ, თუ არ ვასრულებთ პასუხისმგებლობის ფორმებიც არსებობს.

მე რომ ვერ წავალ, (ამერიკის შეერთებულ შტატებში) იცით, პასპორტი ჩამორთმეული მაქვს. თუმცა, შეიძლება განაცხადი გავაკეთო, მაგრამ არ მგონია, რომ ამის უფლება პროკურატურამ მომცეს. ბევრი ადამიანია, ვინც წავა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ერთი გუნდით ვიაროთ საერთაშორისო ვიზიტებზე და ხედავდეს ყველა, რომ საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი არის მოწადინებული იმოქმედოს ერთიანად სამშობლოს ინტერესებში”, - განაცხადა გვარამიამ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს