მიხეილ სააკაშვილი - შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს - მადლობა ყველას, ვინც ერთად დადგა და არ აჰყვა მტრის შემოგდებულ ცდუნებას, გათიშვის და ერთმანეთის ჩაძირვის მიმართულებით

შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი. ეს არის ის რისკენაც ყოველთვის მოვუწოდებდი და ამიტომ ვამბობ, რომ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, ერთიანობის დეკლარირებას უნდა მოჰყვეს ერთობლივი გადამწყვეტი მოქმედება.

„დღეს ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ - შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი. ეს არის ის რისკენაც ყოველთვის მოვუწოდებდი და ამიტომ ვამბობ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მეც, სხვებთან ერთად ვარ ჩართული ამ ამბავში და მთელი ეს დრო ვმუშაობდი სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ერთად ამ საკითხის წინ წასაწევად.

ამოვდივარ იქიდან, რომ შეიძლება ჩვენ წარსულში გვქონოდა უთანხმოება და ზოგს შეიძლება ახლაც არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი სრულიად უმნიშვნელოა იმ დიდ ისტორიულ პროცესთან შედარებით რაც ჩვენს გარშემო ვითარდება.

ამ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ჩვენ ვაკმაყოფილებთ ქართველი ხალხის და დემოკრატიული სამყაროდან ჩვენი მხარდამჭერების მოთხოვნას, გვევლო ერთიანობის გზით.

დღეს მოხდა ამ ერთიანობის დეკლარირება, ამას უნდა მოჰყვეს ერთობლივი გადამწყვეტი მოქმედება ჩვენი სამშობლოს და მისი თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთად დადგა და არ აჰყვა მტრის შემოგდებულ ცდუნებას, გათიშვის და ერთმანეთის ჩაძირვის მიმართულებით. აუცილებლად გავიმარჯვებთ! ძალა ერთობაშია!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ აწერენ ხელს.

ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას.

შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე.

ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის.

„ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს