ფრიდრიხ მერცი - სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები - მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდება, ამის შესახებ CNN-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა.

ორი ლიდერი სხვა თემებთან ერთად განიხილავს ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

შეხვედრის შესახებ დაწერა მერცმაც, გერმანიის კანცლერის თქმით, ახლა ერთიანობის და ერთობლივი მოქმედების დროა.

„სამშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები, რათა განვიხილოთ ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. მე მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში. ახლა არ არის თითის გაშვერის დრო, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა“, - განაცხადა მერცმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.

მერცი იქნება პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც ვაშინგტონს ეწვევა ირანში ომის დაწყების შემდეგ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში