დონალდ ტრამპი ერ-რიადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაზე - მალე გაიგებთ, რა იქნება პასუხი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ მალე გახდება ცნობილი, თუ რა იქნება მისი საპასუხო ზომები.

„მალე გაიგებთ“, - განუცხადა ტრამპმა NewsNation-ს.

საუდის არაბეთში, აშშ-ის საელჩოზე ორი ირანული დრონით თავდასხმა განხორციელდა.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ მან „შეზღუდული ხანძარი და მცირე მატერიალური ზიანი“ გამოიწვია.

მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ რეგიონში „ამერიკული პოლიტიკური ცენტრების“ განადგურების მცდელობები დაიწყეს.

„საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, ვაშინგტონის საელჩოში მომხდარი აფეთქება ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“, - აღნიშნულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში