„ლიბერთი ბანკი“ სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

"ლიბერთი ბანკი" სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტაში. ხანძრის აღმოჩენა და ლოკალიზაცია "მოხდა ადრეულ ეტაპზე, ოპერატიულად და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების" შედეგად.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის.

ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით", - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში