ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში, ისრაელის მიერ ამჟამად დაკავებული ხუთი პოსტის მიღმა, ჯარები განალაგეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ჯარისკაცები გაძლიერებული თავდაცვითი პოზიციის ფარგლებში სასაზღვრო ზონის მახლობლად რამდენიმე წერტილში არიან განლაგებულნი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მუშაობენ ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებლებისთვის „უსაფრთხოების დამატებითი ფენის“ შექმნაზე.

„ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰეზბოლას“ ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს, რათა აღმოფხვრას საფრთხეები და თავიდან აიცილოს ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობები“, - აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში